წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა საინტერესო აქტივობითა და ღონისძიებითაა დატვირთული; გარდა ამისა, ადგილობრივი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები მწვანე კალენდრის ერთგული მიმდევრები არიან და 2024-2025 სასწავლო წელს პირველი აქტივობაც ცხოველთა დაცვის მსოფლიო დღეს მიუძღვნეს.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გაიხსენეს რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან შინაური და გარეული ცხოველები და როგორ ჯგუფებად იყოფებიან, აქტივობები კი ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებლის - ანნა წულაიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
„გავიაზრეთ რატომ და როგორ უნდა დავიცვათ ცხოველები. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობენ მოსწავლეებში მოსმენის, ანალიზის, დისკუსიის, ყურადღების, საჯარო გამოსვლის და სხვა მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბება-განვითარებას“,- აღნიშნავს მასწავლებელი.
იხილეთ ფოტოები: