თბილისის N136 საჯარო სკოლის ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მოსწავლეებს - ნინო ხუბულურს, მია ნარმანიას, ემილია ლაგვილავას, ნიკოლოზ გრიგალაშვილს, გაბრიელ გოლაშვილს, ევა შონიას, ნოე გამგებელსა და გიორგი ჯიქურს izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების საუკეთესოდ შემეცნებისთვის, დიპლომები მიენიჭათ.
მოსწავლეებმა შეისწავლეს და შეიმეცნეს საქართველოს რეგიონები, გაეცნენ გამოჩენილი ქართველების ბიოგრაფიებს და მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს. საგანმანათლებლო პროექტში მოსწავლეების მიღწეული წარმატებებისა და საამაყო შედეგების დასტურად, მათი სკოლის დირექტორს - მიმოზა მაისურაძეს მადლობის წერილი და სპეციალური დიპლომი გაეგზავნა.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: