ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ღვაწლი დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს საყვარელ მასწავლებლებს. ბავშვებმა იცეკვეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და მადლიერება გამოხატეს პედაგოგების მიმართ. ბოლოს კი ისინი ყვავილებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
„ისინი თბილი სიტყვებით მიეფერნენ მასწავლებლებს, გამოხატეს მადლიერება და დიდი სიყვარული, მიუძღვნეს ლექსები, ცეკვები“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისა თუ მასწავლებლისთვის.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: