ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლა გამორჩეულია თავისი საინტერესო და მამოტივირებელი აქტივობებით.
ამჯერად, სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა პედაგოგები როლი მოირგეს და „გაკვეთილი“ ჩაატარეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთო. მათთვის საყვარელი პედაგოგების როლის მორგება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან მათი ჩატარებული გაკვეთილი ხალისიანი და ემოციებით სავსე იყო. მოსწავლეებმა პროფესიული დღე თითოეულ პედაგოგს დიდი სიყვარულით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: