წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში პედაგოგის ღვაწლი და შრომა დაფასებულია. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლა მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქტიურად შეუერთდა.
სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს. მათ ასევე, პედაგოგებს მადლობის ბარათები გადასცეს.
ბავშვებმა აღნიშნეს, რაოდენ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მასწავლებლებს მათ სწავლა- განათლებაში და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: