თბილისის N28 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
სკოლაში, ამ ტრაგიკული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება „აფხაზეთი ქართულ ლიტერატურაში“ გაიმართა.
მოსწავლეებმა წაიკითხეს საინტერესო ამონარიდები ტექსტებიდან, რომლებიც ეხმიანება როგორც აფხაზეთის მონატრებას, ასევე ბოლო 31 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. ბავშვებმა ასევე გაიხსენეს ომში დაღუპული გმირები, რომლებიც თავდადებით იცავდნენ სოხუმს
„ემოციის გარეშე წარმოუდგენელია ამ თემაზე საუბარი. ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს, კიდევ ერთხელ რომ გავუხსენით ჭრილობები“, - ამბობს პედაგოგი თინა გიორგაძე.
ეს დღე ძალიან ემოციური აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ფოტოები: