ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული აღუზრდია. გამონაკლისი წელსაც არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ 2023-2024 სასწავლო წლის 9 კურსდამთავრებულმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა.
მოსწავლეებმა სკოლა ასახელეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. დამალის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს 2023-2024 სასწავლო წლის ცხრა კურსდამთავრებულს, მათ შორის 2 მედალოსანს - რაზმიკ კერექციანს და პოღოს ბალოიანს მიღწეულ წარმატებას, მათ წინსვლას და წარმატებებს უსურვებს სწავლაში.
იხილეთ ფოტოები: