ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკში მონაწილეობდნენ
07-10-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ჩართვას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეებს ღონისძიებებში ჩართვა არასოდეს ეზარებათ და ყველა აქტივობას ხალისით ასრულებენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისინი საზაფხულო ბანაკის წევრები იყვნენ. ბანაკში მოსწავლეებმა საკუთარი თავისა და ინტერესების შესახებ ინგლისურ ენაზე ისაუბრეს. შედეგად კი, ენის ცოდნა და კომუნიკაციის უნარი გამოავლინეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეები გაერთნენ, იხალისეს, მეგობრები შეიძინეს და შთაბეჭდილებებით დაიტვირთნენ. 

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203