თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა - დეტალები
07-10-2024

თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა და სასწავლო პროცესი შეწყდა.

ევაკუაციაა „ევროპულ სკოლასა“ და „ქართულ - უკრაინულ“ სასწავლო დაწესებულებაში ერთ-ერთი ვერსიით, 112-ში სავარაუდო ასაფეთქებელ მოწყობილობაზე შევიდა ინფორმაცია, მეორე ვერსიით კი შენობებში სიგნალიზაცია ჩაირთო, რის გამოც ადმინისტრაციებმა საგაკვეთილო პროცესიდან ბავშვებისა და პედაგოგების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღეს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანს, რომ „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და პედაგოგები ეზოში არიან გამოსულები. პედაგოგების ინფორმაციით შენობაში სიგნალიზაცია ჩაირთო რის გამოც შენობა ყველამ დატოვა.

არსებული ინფორმაციით ევაკუაციაა 41-ე სკოლაშიც. etaloni.ge - მ ინფორმაციის გადასამოწმებლად და დეტალების გასარკვევად სკოლის ხელმძღვანელს, რამაზ ჯავახიშვილს დაუკავშირდა, თუმცა მან გვითხრა, რომ ვინაიდან ჟურნალისტის ნომერს ვერ ცნობდა და კომენტარს არ გაგვიკეთებდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, თუმცა დამატებითი დეტალები არ ვრცელდება. განმარტებებისგან თავს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებიც იკავებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203