თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს არამხოლოდ სასკოლო საგნებს, არამედ გარემოსა და ცხოველების მოფრთხილებასაც ასწავლიან.
ამ მიმართულებით, სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება იმართება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თარიღებიც აღინიშნება.
ამჯერად, მე-4, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პროექტზე - „ჩემი საყვარელი ცხოველი“ იმუშავეს. მათ სხვადასხვა ინფორმაცია მოიძიეს და საყვარელი ცხოველების შესახებ ნამუშევრები მოამზადეს.
მოსწავლეები აქტივობაში, პედაგოგ ლიანა ქსოვრელის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ცოდნა გამოავლინეს და ამ მეტად სენსიტიური საკითხის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები: