„აფხაზეთი ტკივილია ჩვენი“- დარკვეთის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
07-10-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ღონისძიებებითა და აქტივობებითაა დატვირთული. 

ახლახან, სკოლაში, სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. თარიღთან დაკავშირებით, VII კლასის მოსწავლეებმა აქტივობა - „აფხაზეთი ტკივილია ჩვენი“ გამართეს. მათ თემატური ნახატები დახატეს, პრეზენტაციები მოაწყვეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

კლასის ხელმძღვანელმა ანნა ქავზინაძემ მოსწავლეებს თემატური მინი ლექცია ჩაუტარა. პედაგოგი მათ ჭიათურის სოფელ დარკვეთში მცხოვრები აფხაზეთის ომში დაღუპული კაპიტნის - ნუგზარ ბაქრაძის შესახებ ესაუბრა.

გარდა ამისა, მოსწავლეები მასწავლებელ ბელა კაციტაძე ორგანიზებულ შემეცნებით ღონისძიებას დაესწრნენ, სადაც მიწვეული იყო ამავე სკოლის კურსდამთავრებული, აფხაზეთის ომის ვეტერანი - ზვიად ბაქრაძე. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203