სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში დიპლომები დაიმსახურეს
07-10-2024

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

მათ შორის, ისინი izrune.ge-ს საგანმანათლებლო ტესტებს აქტიურად და დიდი წარმატებით ასრულებენ. 

ამჯერად, მოსწავლეებს - ანასტასია გობაძეს, ემილი შავაძეს, ბარბარე ბოლქვაძეს, ანანო ხოზრევანიძესა და ანასტასია შავაძეს izrune.ge-ს საზაფხულო ტესტებში საქართველოს რეგიონების და დიდი ქართველების საუკეთესოდ შემეცნებისთვის, დიპლომები მიენიჭათ. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს და შეიმეცნეს საქართველოს რეგიონები, გაეცნენ გამოჩენილი ქართველების ბიოგრაფიებს და მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მნიშვნელოვან დეტალებს. საგანმანათლებლო პროექტში მოსწავლეების მიღწეული წარმატებებისა და საამაყო შედეგების დასტურად, მათი სკოლის დირექტორს - იამზე მელაძეს მადლობის წერილი და სპეციალური დიპლომი გაეგზავნა.

შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203