ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1-მა საჯარო სკოლამ ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ განაახლა და ფართე საზოგადოებას სიამაყით აუწყა, რომ 160-წლიან ისტორიას ითვლის.
დიახ, დილისკის საჯარო სკოლა უკვე 160 წლისაა და პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, ერთგულად ემსახურება ღირსეული, განათლებული თაობების აღზრდას.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას დირექტორმა რიმა მკოიანმა მიულოცა, პირველი კლასის მასწავლებლის სედა მანასიანის, მე-12 კლასისა და მასწავლებლის რუზანა გაბრიელიანის ხელმძღვანელობით კი სკოლაში დაუვიწყარი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარებითა და საშემსრულებლო ოსტატობით, შთამბეჭდავი სანახაობები მოაწყვეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: