ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლამ, პედაგოგების დიდი მონდომებითა და სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, ავტორიზაცია მოიპოვა.
„ავტორიზაცია ჩვენია!“, - ამ შეძახილით ზეიმობს სასკოლო საზოგადოება სკოლის წარმატებას.
მიღწეული წარმატება სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა ლელა ხითარიშვილმს მიულოცა და პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.
„ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან მიღწევას. გისურვებთ ახალი გამოწვევების დაძლევას, მეტ თავდაჯერებულობასა და სტაბილობას პროგრესის სახით, რაც როგორც უკვე ბევრმა ჩვენგანმა გავიაზრეთ, დიდი შრომის დამსახურებაა.
ვამაყობ ჩვენი გუნდის წარმატებით, მადლობა“, - ამ სიტყვებით ულოცავს დირექტორი სასკოლო საზოგადოებას მიღწეულ წარმატებას.