ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზის საჯარო სკოლაში მასწავლებლების შრომასა და მიღწევებს განსაკუთრებით აფასებენ, ზრუნავენ მათ მოტივაციაზე და მადლობის თქმასაც არასდროს იშურებენ.
სწორედ ასე, დიდი მადლიერებითა და პატივისცემით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცეს და პირობა მისცეს: „ვეცდებით, ვიყოთ საუკეთესოები!“
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს მასწავლებლების როლი მათ ცხოვრებაში და მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისთვის.
შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან და მისი საერთაშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას.