სადახლოს N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე აღინიშნა 
07-10-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ღვაწლი და შრომა განსაკუთრებით ფასობს. 

სწორედ ამ მიზნით, აღნიშვნის გარეშე ვერ ჩაივლიდა მასწავლებლის საერთაშორისო დღე, რომელსაც მოსწავლეები გამოეხმაურნენ. 

მათ საყვარელ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს გაწეული ღვაწლისა და შრომისთვის და აღნიშნეს, რომ მასწავლებელი ყველა პროფესიის უკან დგას, სწორედ ის ზრდის პროფესიონალებს. 

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან და მისი საერთაშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203