შუახევში წარმატებული სკოლები, მოსწავლეები და მასწავლებლები დააჯილდოვეს
11-06-2018
შუახევის რესურსცენტრმა 2017-2018 სასწავლო წელს ჩაატარა სხვადასხვა სახის  მუნიციპალური საგნობრივი კონკურსები, რომელშიც 800-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 

კონკურსი ჩატარდა შემდეგ საგნებში:

ინგლისურ ენაში - ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში V-VI; VII-VIII; IX-X და XI-XII კლასის მოსწავლეებს შორის

ისტორიაში - ორ ასაკობრივ კატეგორიაში IX-X და XI-XII კლასის მოსწავლეებს შორის
გეოგრაფიაში - X-XI კლასის მოსწავლეებს შორის

სამოქალაქო განათლებაში - IX-X კლასის მოსწავლეებს შორის.

თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა 3-3 გამარჯვებული მოსწავლე, სულ 24 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები (თითოეულს 50-დან 90 ლარამდე ღირებულების „ბიბლუსის“ მაღაზიის წიგნების ვაუჩერი). 

ჩატარდა ასევე ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ პედაგოგებს შორის. გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლის გუნდი, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით (18 პედაგოგი). მადლობის ბარათები გადაეცა 13 სკოლას და 20-ზე მეტ მასწავლებელს მიღწეული წარმატებისათვის. სიგელების და საჩუქრების გადაცემა მოხდა საზეიმო ვითარებაში.

დაჯილდოების ცერემონიალს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი თავბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებს და მასწავლებლებს ოლიმპიადაში გამარჯვება ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს.

შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ საგანმანათლებლო, კულტურული და ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი თავბერიძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე მადლობის ბარათით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203