მარნეულის N4 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ზღაპრულ დღესასწაულს ჰგავდა, ამ დღის განწყობა კი, ჯერ კიდევ არ განელებულა მოსწავლეებში და ეს მათ აქტიურობაზე დადებითად აისახება.
16 სექტემბერს, სკოლას მოსწავლეები დიდი ჟრიამულით დაუბრუნდნენ, მათ საყვარელ პედაგოგებთან ერთად, მასპინძლობა გაუწიეს მულტფილმის პერსონაჟებმა.
მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებით სავსე და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისა და პედაგოგების განწყობაზე ზრუნვას და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას.
იხილეთ ვიდეო