მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. ამას ადასტურებს ისიც, რომ სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სასკოლო და საკლასო გარემო მოსწავლეთათვის ლამაზად მოირთო.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც სკოლის კარში პირველად შეაბიჯეს. მათ კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები საზეიმოდ გადაეცათ, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
დირექტორმა - ვუსალ ბაირამოვმა თითოეულ მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება.
„ძვირფასო მასწავლებლებო და მოსწავლეებო, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას!
წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ახალ სასწავლო წელს!“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: