ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში პედაგოგების ღვაწლი და ამაგი დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია.
სკოლაში, ეს დღე ბავშვებმა ღონისძიებით გაულამაზეს თავიანთ აღმზრდელებს. მათ სიმღერები, ლექსები მიუძღვნეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
ასევე, მოსწავლეებმა დირექტორს - ციალა გაბუნიას მიულოცეს ეს დღე, რომელიც დიდი ხანი არაა რაც სკოლას ხელმძღვანელობს და ამასთანავე არ დაივიწყეს ყოფილი ხელმძღვანელის - ირინა სხილაძის ღვაწლი.
„მოსწავლეებმა და კოლეგებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი უანგარო ღვაწლი და დამსახურება სკოლის წინაში. რისთვისაც მადლობას უხდის სრულიად სასკოლო საზოგადოება და კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს“, - აღინიშნა სკოლაში.
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტოები: