დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში, სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა, დირექციის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ადგილს სტუმრობენ და ცოდნას იმაღლებენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები დედაქალაქს ესტუმრნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისის ციფრული სივრცე.
ვიზიტი განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელთანაც ირგანჩაის საჯარო სკოლა 2017 წლიდან თანამშრომლობს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ციფრული სივრცე, სადაც პროგრამით გალაქტიკა და სარკეებიანი ოთახი ნახეს.
„როცა ადმინისტრაციამ გაიგო რა შორი მანძილი გამოიარეს მოსწავლეებმა, სრულიად უფასოდ დაგვიმატეს კიდევ ერთსაათიანი პროგრამა და ოკეანის დარბაზში აღმოვჩნდით“, - გვიყვებიან სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება თბილისის ციფრული სივრცის წარმომადგენლებს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
„ასეთი სიკეთის კეთება შეძლებია Tbilisi Digital Space - თბილისის ციფრული სივრცის ადმინისტრაციას!
მადლობა ციფრული სივრცის ხელმძღვანელობას ამ შესაძლებლობისთვის!
მადლობა SIQA - სიქას თანამშრომლობისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: