ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ეკოცნობიერების გაღრმავებას და მათში გარემოსადმი სიყვარულის გაღვივებას.
სწორედ ამ მიზნით, სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში აქტიურად მონაწილეობს და ახლა, სკოლა მოხარულია გვამცნოს, რომ მოსწავლეები ნახევარფინალში გავიდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა უდიდესი შრომა და თავდადება გამოიჩინეს პროექტზე მუშაობისას. მათი ინოვაციური იდეები და კვლევის უნარები ნამდვილად შთამბეჭდავია.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ბელა ქვარცხავას და სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც დაუღალავად იმუშავეს მოსწავლეებთან ერთად.
„წინ კიდევ რთული გზაა, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი მომავალშიც ბრწყინვალედ წარმოაჩენს თავს! ეს კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში და ჩვენი გუნდის წარმატება ნამდვილად საამაყოა“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.