ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა, გასული 2023-2024 სასწავლო წელიც ძალიან ნაყოფიერი იყო სკოლისთვის.
სკოლის დირექტორმა და ამავდროულად სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - მოვსეს ალვანჯიანმა, სასწავლო წლის მიწურულს, ტრენინგი თემაზე - „მედია ადვოკატირება“ ჩაატარა.
სამოქალაქო განათლების კლუბის - „თანასწორობა“ წევრებმა ისაუბრეს ადვოკატირების მნიშვნელობაზე, მის ეფექტიანობაზე კონკრეტული პრობლემის მოგვარებისას. მათ ასევე, დაგეგმეს ადვოკატირების კამპანია შემდგომი აქტივობების ეფექტურად განხორციელების მიზნით.
აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში, მოსწავლეებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტო: