ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში, 23 სექტემბერს სტარტი აიღო ევროპის სპორტის კვირეულმა დევიზით: „ვისწავლოთ გამარჯვება!“
კვირეულის ფარგლებში სკოლის სპორტულ მოედანზე ყოველდღიურად იმართებოდა შეჯიბრებები მძლეოსნობაში, მხიარულ სტარტებში, ფრენბურთში, ბადმინტონში, მინი ფეხბურთში, ხელბურთსა და კალათბურთში.
მონაწილეთა შორის მოსწავლეთა უმრავლესობასთან ერთად იყვნენ პედაგოგები და მშობლები. მათმა ასეთმა ჩართულობამ მოსწავლეთა მოტივაცია და განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
29 სექტემბერს კვირეული საზეიმო ვითარებაში დაიხურა.
იხილეთ ფოტოები: