ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ.
ახლახან, ზუგდიდის სპორტკომპლექსში, ხელბურთში, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლებისთვის, საერთაშორისო ტრენინგ მოდულები ჩატარდა.
აღნიშნულ ტრენინგში ალერტკარის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი ნუკრი ბერიშვილიც მონაწილეობდა, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატიც გადაეცა.
ტრენინგში, რომელსაც ტრენერი ჰელმუტ მარტინი უძღვებოდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის ქალაქების - აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის სკოლების მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
იხილეთ ფოტოები: