ხოჯორნის საჯარო სკოლამ პირველკლასელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო
08-10-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.

16 სექტემბერს სკოლაში დიდი დღესასწაული იყო. წელს, 12 წლის შემდეგ, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ ყველაზე ბევრი, 13 პირველკლასელი მიიღეს (9 სომხურ სექტორზე და 4 - აზერბაიჯანულზე). მოსწავლეებს დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულით შეეგებნენ. 

სკოლის კედლები მრავალფეროვნად იყო მოხატული, რომლის შემოქმედნი ლუსინე ასატრიანი და ჰუსეინ აბდურახმანოვი იყვნენ.

პირველკლასელებს, კოლექტივს, მოსწავლეებს, მშობლებს და მრავალრიცხოვან სტუმრებს ჩვეულებისამებრ მიესალმა სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი.

„პატარებს ტრადიციულად მიესალმა და საჩუქრები გადასცა რუსეთში მცხოვრებმა ხოჯორნელმა მერუჟან ვერმიშიანმა“, - ამბობენ სკოლაში.

წლევანდელ სასკოლო ზეიმს სოფლის დეპუტატიც ესწრებოდა. მან ყველას მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და ყველა პირველკლასელს სასწავლო ნივთების სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

სპეციალურად შექმნილი პირველკლასელთა სამკერდე ნიშნებით დაასაჩუქრა კონსულტანტ-მასწავლებელმა - ლალი მარგიანმა პატარები და მათ ქართულის მასწავლებლებს - იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კრებული გადასცა.

მოსწავლეებმა, ვინც წელს ჯარის და გოგონების ბანაკში იყვნენ, დამსწრე აუდიტორიას უამბეს ბანაკებზე, აჩვენეს მიღებული საჩუქრები და სერტიფიკატები. მათ მოუწოდეს თანატოლებს, მომავალში საბანაკე შანსი არ გაუშვან ხელიდან.

„დღე ცეკვა-სიმღერით დასრულდა.

ხოჯორნის საჯარო სკოლა გილოცავთ ყველას. ბედნიერ, მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203