ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
27 სექტემბერს ერკეთის საჯარო სკოლას ესტუმრნენ შუა ამაღლების საჯარო სკოლის ფეხბურთელები და მათი პედაგოგები. სკოლაში, ამავე საფეხურის მოსწავლეთა შორის გაიმართა ასპარეზობა მინი ფეხბურთში.
სტუმრებმა და მასპინძლებმა სპორტული შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. გოგონებს შორის გაიმარჯვეს სტუმრებმა, ხოლო ვაჟებს შორის მასპინძლებმა სძლიეს.
„სტუმრებმა დაათვალიერეს ჩვენი სასწავლო გარემო, გაეცნენ თანატოლებს და მიგვიწვიეს სტუმრად თავის სკოლაში.
გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებთანაც“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: