ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის პირველკლასელებმა პირველი აქტივობა შეასრულეს. მასწავლებელმა პატარებს შესთავაზა, სკოლის ბიბლიოთეკისა და სკოლის ექიმის მონახულება.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს და გაეცნენ ბიბლიოთეკაში ქცევისა და წიგნების გამოყენების წესებს. სკოლის ექიმი პატარებს ესაუბრა მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
პირველკლასელებმა მათთვი საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: