ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა და დირექციის მხარდაჭერით, სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა თუ პროექტში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის ინგლისური ენის კლუბის - Beam With th Books-ის წევრები საერთაშორისო კონფერენციას - „ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები“ დაესწრნენ.
აღნიშნული კონფერენცია ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და „Regional youth hub-ის“ ორგანიზებით 29 სექტემბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა.
სკოლის ინგლისური ენის კლუბის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ოქსფორდის, კანადის, ამერიკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის, ქართველი მომხსენებლებისთვის.
პრეზენტატორებმა მსმენელებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ისაუბრეს ლიდერობის მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე.
ეს დღე მოსწავლეებმა საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: