თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა დამრიგებლების ხელმძღვანელობით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემეცნებით-გასართობი ხასიათის ლაშქრობა-პიკნიკი მოაწყვეს.
მოსწავლეები გაეცნენ მცენარეთა ჯიშებს, შეაგროვეს სხვადასხვა ველური ჯიშის კენკროვანი მცენარის ნაყოფი.
აღნიშნულ ლაშქრობაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტიური მონაწილეობა მიიღეს ასევე სსსმ მოსწავლეებმა.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მცენარეებს ადამიანის ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: