ქუთაისის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროფესორთან ერთად 1918 -1921 წლების მოვლენები განიხილეს
11-06-2018
ქუთაისის N15 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სასწავლო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

სკოლის დირექციამ, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრებმა და სკოლის სხვადასხვა კლუბის წევრებმა სკოლაში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სულხან კუპრაშვილი მიიწვიეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრაზე პროფესორმა 1918 -1921 წლების მოვლენებზე ისაუბრა. გაიმართა დისკუსია - მოსწავლეებმა სტუმართან ერთად აღნიშნული პერიოდის მნიშვნელოვან მოვლენებსა და საქართველოს მომავალზე ისაუბრეს.

„ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი თითოეული მონაწილისათვის, გაიმართა დისკუსია ამ პერიოდის უმნიშვნელოვანეს საკითხებსა და საქართველოს მომავალზე. მოსწავლეები დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ, მათი მსჯელობა იყო არგუმენტირებული. სკოლის აღსაზრდელებმა პროფესორთან და დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა განიხილეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203