ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის თემის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეების გააქტიურებასა და მათ ჩართვას სხვადასხვა საინტერესო ინიციატივაში.
25 სექტემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შორის გაიმართა ტურნირი ჭადრაკში.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვას, ნიჭიერი ნორჩი მოჭადრაკეების შერჩევას.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
გოგონათა შორის: მარიამ ჩალიგავა (მე-2 ადგილი, IIკლასი) და სესილი თოლორდავა (მე-3 ადგილი, II კლასი).
ვაჟთა შორის: ანდრია თოლორდავა (მე-2 ადგილი, V კლასი).
სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: