კერძო სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეების განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
იქ პროფესიონალი პედაგოგები ბავშვების დადებით განწყობაზეც ზრუნავენ. სწორედ ამის დასტურია ის, რომ სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური აქტივობა იმართება.
ამჯერადაც, მე-2 კლასის მოსწავლეებმა ზაფხულის დასამახსოვრებელი მოგონებები ერთმანეთს მხიარული აქტივობით გაუზიარეს. მათ ბევრი იხალისეს, ისაუბრეს, ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„M&M-ის ფერადი და ტკბილი აქტივობით „ჰელიოსის“ მეორეკლასელებმა ერთმანეთს ზაფხულის დასამახსოვრებელი მოგონებები გაუზიარეს. ასე მხიარულად დაიწყო სასწავლო წელი ჩვენთან“,- ამბობენ სკოლაში.