თბილისის N28 საჯარო სკოლაში განათლებული, პატრიოტი და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა. სკოლაში ყველა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობა ეძღვნება.
ახლახან, პედაგოგ გიული ხარხელის სადამრიგებლო მე-9 კლასში, სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურულ-დოკუმენტური ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, მასწავლებელ ლელა ყოლბაიას ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ. მათ ამ ტრაგიკულ თარიღზე ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
იხილეთ ფოტოები: