კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული საგანმანათლებლო თავგადასავალი გრძელდება.
სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა უცხოური ენების ხარისხიან სწავლებას. პედაგოგები კი სასწავლო მიზნის მისაღწევად, მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
ახლახან, მე-2ბ კლასის მოსწავლეებმა ითამაშეს თამაში თავიანთი ლექსიკური მარაგის გამომჟღავნების მიზნით.
თამაშის წესები მდგომარეობდა შემდგომში: მოსწავლეები ორ გუნდად დაიყვნენ. მათ გუნდიდან გუნდში უნდა გადაეწოდებინათ ბუშტი ანბანური თანამიმდევრობით სიტყვების დასახელების შემდეგ.
მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და აქტივობას სამაგალითოდ გაართვეს თავი.
იხილეთ ფოტოები: