თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლაში ღიმილის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ქეთინო მელიქიშვილთან ერთად, სხვადასხვა აქტივობა გამართეს. მათ მასწავლებლის კითხვებსაც უპასუხეს.
გარდა ამისა, დაფაზე დაწერეს, როგორი ადამიანები იღიმიან ხოლმე. მათ ჩამონათვალში მოხვდნენ მხიარული, ცნობისმოყვარე, კეთილი, ჭკვიანი, ქველმოქმედი ადამიანები და ა.შ. მესამეკლასელებმა აღნიშნეს, რომ ღიმილი აბედნიერებს, მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
„ეს დღე მსოფლიოში 1999 წლიდან აღინიშნება, ოქტომბრის პირველ პარასკევს... მისი შექმნის იდეა ამერიკელ მხატვარს - ჰერვი ბელს ეკუთვნის, რომელმაც 1963 წელს პირველი „სმაილი“ სიმბოლო შექმნა. მას სურდა წელიწადში ერთი დღე მაინც, ღიმილის მსოფლიო დღედ გამოცხადებულიყო და თითოეული ადამიანი მეორე ადამიანს გაღიმებაში დახმარებოდა“,- სწორედ ეს ინფორმაცია მიეწოდათ მოსწავლეებს.
იხილეთ ფოტოები: