კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სახალხო დღესასწაულს - „თბილისქალაქობას“ საინტერესო აქტივობით გამოეხმაურნენ.
მე-4ა კლასის მოსწავლეებმა ხატვის გაკვეთილზე მონაწილეობა მიიღეს აქტივობაში „თბილისის დღესასწაული“.
აქტივობა მიზნად ისახავდა, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ფორმისა და ფერების დახმარებით თბილისის დღესასწაულის ატმოსფეროს გადმოცემას.
მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა „ჰელიოსში“ მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, პედაგოგები მოზარდების მხატვრული ხედვის განვითარებზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: