თბილისის N28 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით იმართება არაერთი ღონისძიება.
7 ოქტომბერს მეორე კლასის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებას კიდევ ერთი განსაკუთრებული, მხიარული და ბედნიერი დღე დღე შეემატა. სკოლაში ღიმილის საერთაშორისო დღე აღინიშნა. დღესასწაულს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა.
„ყველას გაგვიგია, რომ სიცილი, ღიმილი, მხიარულება სიცოცხლეს ახანგრძლივებს. გულთბილი გაღიმება, იქნება ეს მისალმების, თანაგრძნობისა თუ გამხნევების ნიშნად, უსიტყვოდ გამოხატავს ჩვენს გრძნობებს“,- გვეუბნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
ღონისძიება დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით, შემოდგომის ფერებით, ფოთლებით, ღიმილით. პატარებმა დაამზადეს მზესუმზირები, მზე, ნახეს ფილმი ღიმილზე, თუ როგორ გამოხატავენ გაღიმების დროს ემოციებს სხვადასხვა ასაკის ადამიანები, ასევე ცოცხალი არსებები.
„ბუშტებზე დახატული ღიმილით ჩვენი დადებითი ემოცია გადავეცით ჩვენ საყვარელ სასკოლო საზოგადოებას“,- გვეუბნება ღონისძიების ხელმძღვანელი, პედაგოგი ლია ცერცვაძე.
ღიმილის დღეს მსოფლიოში 7 ოქტომბერს აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტოები: