ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში პედაგოგის შრომა და ღვაწლი დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია.
ეს დღე მოსწავლე-მასწავლებლებმა, სკოლაში საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. სკოლის დირექციამ პედაგოგებს წამახალისებელი დიპლომები გადასცა და ასე გამოხატა მათ მიმართ პატივისცემა.
მოსწავლეებმა კი საყვარელ მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: