სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში უცხოური ენების შესწავლას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში ენების ევროპული დღე აღინიშნა. აქტივობებს, რომლებიც სკოლაში, ამ დღეს მიეძღვნა ხელმძღვანელობდნენ: ინგლისური ენის მასწავლებელი ჟანა მირცხულავა და რუსული ენის პედაგოგი კარინა ბუიანოვა.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ და ენობრივ თავისებურებებს.
აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა ასევე თემატური პოსტერები შექმნეს და შეასრულეს ქვიზი - „ერთი სიტყვა, ერთი დროშა“, „ისწავლე როგორ თქვა „გამარჯობა“ სხვადასხვა ენაზე“.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი ხალისით იყვნენ ჩართულნი.
ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. ეს დღე ყოველწლიურად 26 სექტემბერს აღინიშნება და მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიანის წახალისება – ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: