ახმეტის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მოსწავლეთა წარმატებით დაიწყო.
ქალაქ თელავში გაიმართა რეგიონული ტურნირის ფინალი საქართველოს პირველი სასკოლო ოლიმპიადა ჭადრაკში „ნონა გაფრინდაშვილის თასი“, სადაც სკოლის გუნდმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა.
სკოლის გუნდმა, რომელიც შედგებოდა მე-3 კლასის მოსწავლეებისგან: ალექსანდრე უშიკიშვილის, მათე მარუქაშვილის, გიორგი შათირიშვილისა და დათო უძილაურისგან, დამსახურებული ჯილდო მიიღო.
გუნდის ხელმძღვანელი ეკატერინე ჭაბუკაშვილი გახლდათ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეების მიღწევებით ამაყობს და მათ მომავალში კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.
იხილეთ ფოტო: