წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლა პროფესიონალი, წინსვლისა და განვითარებისკენ ორიენტირებული პედაგოგებითაა დაკომპლექტებული, მათ რიგებშია თუთანა აბრალავა.
პედაგოგმა სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
ლიის თემის N1 საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგს ამ წარმატებას და უსურვებს არ შეწყვიტოს ზრდა, განვითარებისკენ სწრაფვა და მუდმივი წინსვლა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მასწავლებლებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას, მათ წახალისებას, რომ იზრუნონ პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
იხილეთ ფოტო: