სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობდა.
ამჯერად, Iა კლასის მოსწავლეები ანბანის სწავლას შეუდგნენ.გაკვეთილს - „მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში“, დამრიგებელი ქეთევან სანაძე ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი 8 ოქტომბერს გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ.
მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, წაიკითხეს ლექსები, გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის შემქმნელი „დედა ენა“, შეასრულეს სიმღერები ანბანზე, დედაენაზე, ლურჯთვალა იაზე და „ანბანის შემობრძანება“, იზეიმეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა ძალიან მხიარული და მრავალფეროვანი იყო, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და ცოდნის გაღრმავებას საგაკვეთილო პროცესში.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ მშობლები და სკოლის დირექცია.