ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის იმიჯს, წარმატებული კურსდამთავრებულები ქმნიან, ახალგაზრდები, რომლებიც მასწავლებლების იმედებს ამართლებენ და სკოლაში მიღეულ განათლებას გამოცდებზე ადასტურებენ.
როგორც ყოველთვის, სკოლას წელსაც ჰყავდა წარმატებული კურსდამთავრებულები, თორმეტივე აბიტურიენტმა ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ სწავლას.
სკოლა სიხარულით გვამცნობს იმასაც, რომ ოქროსმედალოსანმა ლუკა დიდმანიძემ პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდია მოიპოვა და სკოლა კვლავ სიამაყით აავსო.
სკოლა ულოცავს სტუდენტობას 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს და უსურვებს პროფესიულ სრულყოფას.
იხილეთ ფოტოები: