ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლას პროიფესიონალი, განვითარებისკენ ორიენტირებული მასწავლებლები ჰყავს, რომლებიც საინტერესო იდეებით საერთაშორისო ასპარესზზე გადიან.
ამჯერად, ხიდრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მზეო ბერაძე „ითვინინგის“ საერთაშორისო კონფერენციაზე, ესპანეთში, ქალაქი ტოლედოში, იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი უკვე ორი წელია ხარაგაულიდან წარდგენილია მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეც, მიღწევები ნამდვილად მეტყველებს მის პროფესიონალიზმზე, სკოლაში მის ღვაწლსა და შრომას განსაკუთრებით აფასებენ და ყველა იმ ღირებული საქმისთვის მადლობას უხდიან, რაც განათლების სადარაჯოზე დგომისას გაუკეთებია და სჯერათ, რომ წინ კიდევ ბევრი წარმატება ელის.
სკოლაში პედაგოგს საუკეთესო დღეების გატარებას, საინტერესო გამოცდილების მიღებასა და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტო: