ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებულია. ამას ადასტურებს ის შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება, რომელიც სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და საყვარელ პედაგოგებს ეს დღე მიულოცეს.
ბავშვებმა ასევე პედაგოგთა შრომა და ღვაწლი აღნიშნეს - მათ ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
ეს დღე, ასევე ყველას მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა სკოლის დირექტორმა - ეთერ პაპავამ.
„მასწავლებლობა არის ერთადერთი პროფესია, რომელიც ქმნის ყველა დანარჩენ პროფესიას“ - მოგილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ძვირფასო მასწავლებლებო!“, - აღნიშნა დირექტორმა.
5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: