ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სწორედ ამიტომ, სკოლაში, ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი დიდი ჟრიამულით და ზარ-ზეიმით დაიწყო.
სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებმაც „ცოდნის ტაძარში“, რასაც სკოლა ჰქვია პირველად შეაბიჯეს. აღსანიშნავია, რომ წელს, სკოლას სამი პირველკლასელი ჰყავს.
მათ სკოლაში დიდი სიყვარულით შეეგებნენ.
სასკოლო საზოგადოებამ ყველა მოსწავლეს დიდი სიყვარულით მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება.
იხილეთ ფოტოები: