ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში, თითოეული პედაგოგის ღვაწლი და შრომა დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა მასწავლებლებს ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს პროფესიული დღე. მათ მადლობა გადაუხადეს შრომისა და მზრუნველობისთვის.
ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: