ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი. სწორედ ამიტომ, დირექცია და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს, პირველკლასელებს სკოლაში დიდი სიყვარულით, საზეიმოდ დახვდნენ.
მათთვის საკლასო და სასკოლო გარემო ლამაზად - ბუშტებითა და დეკორაციებით მოირთო. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის იყო, რომლებსაც კუთვნილი კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
სასკოლო საზოგადოებამ ყველა მოსწავლე-მასწავლებელს დიდი სიყვარულით მიულოცა სწავლის დაწყება.
„გილოცავთ სწავლის დაწყებას. ბედნიერი და წარმატებული ახალი სასწავლო წელი ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო. თქვენი წარმატება იწყება აქედან“, - აღინიშნა სკოლაში.
იხილეთ ფოტო: