ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში პედაგოგის პროფესია დაფასებულია. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებლის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მეორე კლასის მოსწავლეებმა სკოლის დირექტორს - ლალი წულაიას ნახატები, მისალოცი ბარათები უსახსოვრეს და ასე მიულოცეს მას ეს დღე.
ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რაოდენ დიდი წვლილი მიუძღვის თითოეულ პედაგოგს მათ სწავლა-განათლებაში. ამ შრომისა და ღვაწლისთვის მოსწავლეებმა მათ მადლობა გადაუხადეს.
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
იხილეთ ფოტოები: